Monday, April 2, 2012



პროექტის  სახელი:  ჩემი  ქალაქის  ღირსეული  ადამიანები.

პროექტის  მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:  ჩვენს  გვერდით  ბევრი ისეთი ღირსეული 
ადამიანია,  რომელიც კარგ და ღირსეულ საქმეს აკეთებს, მათი მოღვაწეობის შესახებ  ძალიან  ცოტამ თუ იცის რამ, კარგი იქნებოდა მათი საქმიანობის სესახებ  ჩემი პროექტის  დახმარებით  ისინი  საზოგადოებისათვის   გაგვეცნო.                                                                                       პროექტის  აქტუალობა:  აქტუალურია, რადგან  ძალიან  ბევრ ღირსეულ  ადამიანებს არ იცნობენ ბავშვები და აუცილებელია  მათი გაცნობა. მათგან ბავშვებმა  შეიძლება  მიიღონ ბევრი საჭირო  ინორმაცია.
პროექტის   მიზანი:  პროექტის  მიზანია  ბავშვების  მიერ  ღირსეული  ადამიანების  მოძიება, რომლებიც  დღესდღეობით  „ჩრდილში“  დგანან,  საზოგადოებამ  ცოტამ თუ  იცის  მათი  ღირსებების    სესახებ.   მათ  შესახებ  ინფორმაციის  მოძიებით  და  ინტერნეთში  განთავსებით
ისინი  წარმოჩნდებიან საზოგადოების  წინაშე. მათი  ცხოვრების  შესწავლით  მოსწავლეები   შესძლებენ  ამ  ადამიანების  წარმატებების  და პრობლემების  გათავისებას.
მონაწილეთა  ასაკი:   16-17 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:  2012 წელი/ სასწავლო   წლის  განმავლიბაში  ნებისმიერი 2-თვე.
მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  პროექტის  ფარგლებში შეიქმნება  პრეზენტაციები,  ფოტოალბომები ,სლაიდ  შოუები, ნამუშევრები განთავსდება ბლოგში.
პროექტის  მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  ერთ ჯგუფს დაევალება  ინფორმაციის  მოძიება, მეორე ჯგუფს  დაევალება  მოძიებული ინფორმაციის  პრეზენტაცია. შეიქმნება  ბლოგი, სადაც  განთავსდება  მიღებული  ინფორმაცია. გაკეთდება პროექტის ანგარიში.
პროექტისათვის  საჭირო:   წიგნები, პროექტორი, კომპიუტერი  და  ინტერნეტი.                                                საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო  გეგმებთან კავშირი:  ამ პროექტზე მუშაობით  მოსწავლეები ამყარებენ კავშირს საგანთა ჯგუფებთან  ისტორიასა და უცხო ენებთან და მასწავლებელი აღწევს  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  მიზნებს.
პროექტის  ხელმძღვანელი: ნინო  ბოლქვაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninikobolkvadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: kobaladzis9.blogspot.com